Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710578&print=yes&view=jobs
 
მძღოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს მძღოლის დამხმარის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება;
** ანაზღაურება: 1500 ხელზე ასაღები თანხა;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:00-16:00, შაბათი 07:00-12:00;
** ოფისში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მძღოლის დახმარება პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი და ა.შ;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა - B კატეგორია;

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** დისციპლინირებულობა;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 511 534982.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია