|
დასახელება:
გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე დასტა რექორდს მენეჯმენტისთვის.
დასტა რექორდს მენეჯმენტი წარმოადგენს საარქივო სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს 2014 წლიდან და ინახება 150-ზე მეტი კომპანიის როგორც 500 მილიონზე მეტი დოკუმენტი, ასევე მათი გასაყიდად გამიზნული მატერიალური ფასეულობები. სივრცეში დაცულია უსაფრთხოების ზომები — უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო, წყალდიდობისგან დაცვის, კლიმატ-კონტროლისა და 24-საათიანი დაცვის სისტემა.
კომპანია უზრუნველყოფს ლოგისტიკურ ჯაჭვს და ზრუნავს მომხმარებელთათვის მათთვის ფასეული ნივთების უსაფრთხო გადაადგილებასა და შენახვაზე.
დამატებითი ინფორმაცია: https://www.drm.ge/ka; https://dasta3pl.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლორთქიფანიძის 15 ა (სამგორი)
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ანაზღაურება: 4500-5000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა იდენტიფიცირება ცივი ზარების, სხვადასხვა არხებისა და პროფესიული კავშირების მეშვეობით
** მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება
** ცივი ზარების წარმოება და შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
** ხელშეკრულებების, ფასებისა და ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება
** მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება
** მომხმარებლებთან ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება (ლოგისტიკა, რითეილი, ფინანსები, ჯანდაცვა, ელექტრონული კომერცია და სხვ.)
** გაყიდვებისა და შესაბამისი ანგარიშების წარმოება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდა არქივირებისა და 3PL მიმართულებით
ძირითადი მოთხოვნები:
** 5+ წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით (ლოგისტიკა, საწყობი, საკონსულტაციო სერვისები, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი ან დაკავშირებული დარგები)
** კარგი საკომუნიკაციო უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე
** ახალი იდეების შემუშავებისა და განხორციელების უნარი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 10 აპრილისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.stream.com.ge)-ისრეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|