Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კაიროს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
კომპანია "კაიროს ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ქ. ფოთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;

სამუშაო ადგილი: ფოთი.

დამატებითი ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა;
** კვების დაფინანსება;

სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-19:00 საათამდე, პარასკევი - 10:00-16:00;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kairos.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე