Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710550&print=yes&view=jobs
 
გარე პერიმეტრის დაცვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე პერიმეტრის დაცვა
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში გარე პერიმეტრის დაცვის პოზიციაზე.

White Sails არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.

ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურების შეთავაზება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

პოზიცია: უსაფრთხოების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (4 დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 1000 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს WHITE SAILS-ის კომპლექსის ტერიტორიის გარე პერიმეტრის (შესასვლელი, ეზო, ავტოსადგომი, აუზი, ტექნიკური ზონა) რეგულარული შემოვლა და მონიტორინგი.
** განახორციელოს ტერიტორიაზე საფრთხისა და მოსალოდნელი დანაშაულის, ან სხვაგვარი სამართალდარღვევის მონიტორინგი, ანალიზი, დაფიქსირება.
** ინციდენტების დოკუმენტირება და დროული მოხსენება უშუალო ხელმძღვანელთან.
** შესასვლელ პუნქტზე სტუმრებისა და მომწოდებლების კონტროლი (დასაშვები ან არასასურველი პირების ფილტრაცია).
** მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ზომას საფრთხის აღმოსაფხვრელად და დროულად მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია უფლებამოსილ პირებს.
** საჭიროებისამებრ, პერიოდულად მიაწოდოს ხელმძღვანელ პირებს რეპორტები ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
** დროულად აცნობოს მენეჯმენტს ვიდეოთვალების გაუმართაობის შესახებ.
** უზრუნველყოს, რომ ვიდეო კამერების ჩანაწერებზე წვდომა არ ჰქონდეთ მესამე პირებს, გარდა წინასწარ განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისა.

მოთხოვნები:

** მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** რეპორტინგის და კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაო პროცესებისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა.
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევას, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
** უზრუნველყოფილ კვებას სამუშაო დღეებში.
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს.
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს.
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება White Sails-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია