Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710538&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება
** ბრენდის იმიჯისა და კომუნიკაციის ერთიანი სტანდარტის მართვა
** სააგენტოებთან, მედია პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა
** ბრენდების პოზიციონირების გაძლიერება ბაზარზე
** ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და შესრულება
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (Meta Ads, Google Ads, SEO, Email Marketing)
** შოურუმის აქტივობების, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზება
** კონტენტის დაგეგმვა (ფოტო, ვიდეო, კატალოგები, ბრენდული მასალები)
** მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
** გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია გაყიდვების ზრდის მხარდასაჭერად
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი
** ბაზარზე ახალი პროდუქტების/ბრენდების დანერგვის მხარდაჭერა (Go-to-Market პროცესები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 საათი შესვენება
** ანაზღაურება: 3800 ლარი (ხელზე)
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე, ანაზღაურებადი

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებ-გვერდი: https://bellemaison.ge

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge და "subject"-ში მიუთითეთ "მარკეტინგის სპეციალისტი" პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია