Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710529&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში — "სოფლის ნობათი" და "რჩეული"; წვენების კატეგორიაში — "Sandora"; სნეკების კატეგორიაში — "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიაში — "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი — TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე — რძის პროდუქტების, სნექისა და წვენის კატეგორიაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოვალეობები:

** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა, პროდუქციის დროული და მუდმივი წარმოდგენის გაუმჯობესება
** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით
** კომპანიის კომერციული პოლიტიკისა და სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა
** სარეკლამო სტენდების, პალეტებისა და სხვა აღჭურვილობის განლაგება სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებებისა და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად
** პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა
** პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება

კანდიდატის პროფილი:

** სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავს მიმართულებით
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ძლიერი მოტივაცია
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მობილიზებულობა
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა

რას გთავაზობთ:

** კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება — 1230 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 10 აპრილამდე და ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ლოკაცია — თბილისი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია