Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** აღრიცხვის განყოფილებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნა
** თვის ჭრილში, შემოსავლების დოკუმენტაციის მატერიალური სახით დაარქივება
** საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოსთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება
** ყოველდღიურად, კლინიკის რეგისტრატორების მიერ შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, პროგრამაში ატვირთული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და დაარქივება
** TNT გზავნილების მართვა.
** აღრიცხვის განყოფილებისთვის პაციენტისთვის თანხის ანგარიშზე დაბრუნების დოკუმენტაციის გაგზავნა; საჭიროების შემთხვევაში პაციენტისთვის თანხის დაბრუნების პროცესის მართვა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლიდერობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/samedicino-shemtxvevis-operatori---saburtalo/784

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე