|
დასახელება:
კოორდინატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
საზოგადოება ბილიკი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე "ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში".
სამუშაო ადგილი: ხაშური, თამარ მეფის ქ.N1.
ასისტენტის ძირითადი ფუნქციები:
** ცენტრში ჩარიცხული ბენეფიციარების შესაბამის, სხვადასხვა პროგრამაში რეგისტრაცია; (მათ შორის პორტალი).
** ყოველთვიური დაგეგმილი და ჩატარებული თერაპიების სტატისტიკის წარმოება.
** ჩატარებული თერაპიების რეგისტრაცია სტანდარტის დაცვით შესაბამის პროგრამაში - და დოკუმენტაციაში
** საჭირო დოკუმენტაციის სპეციალისტებისათვის გადაცემა, სრულყოფილი და შევსებული დოკუმენტაციის გადაბარება ცენტრის კოორდინატორისთვის.
** საჭიროების შემთხვევაში ჩარიცხული ბენეფიციარების მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
** სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ექსელის ცხრილის წარმოება ყოველთვიურად და 6 თვეში ერთხელ.
** საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებისთვის პორტალზე არსებული ინფორმაციის გაზიარება, ჩატარებული თერაპიების რაოდენობაზე, საათობრივ ჭრილზე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართულად წერის, მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა აუცილებლად უნდა გამოგზავნოს:
** CV ქართულ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
** CV-ის გადარჩევა;
** გასაუბრება.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აპრილი, 18:00 საათი.
საკონტაქტო პირი: ნათია თურმანიძე, ტელეფონი: 599 53 40 45
ელ. ფოსტა: Society Biliki societybiliki@gmail.com
subject ველში მიუთითეთ - კოორდინატორის ასისტენტის ვაკანსია.
|
|
|
|