|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ელექტრონული კომერცია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
ელექტრონული კომერცია თავის პროექტებისთვის ეძებს გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს და იზრუნებს პროდუქციის სარეკლამო ვიზუალების შექმნასა და მომზადებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციისთვის შესაბამისი და ხარისხიანი ფოტომასალის მოძიება
** სარეკლამო ვიდეოების მოძიება, რაც დაეხმარება პროდუქციის უკეთ წარმოჩენას
** პროდუქციისთვის სარეკლამო ბანერების შექმნა და აწყობა Canva-ში
** ვიზუალების მომზადება სარეკლამო კამპანიებში გამოსაყენებლად
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციისა და შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიებაში დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Canva-ს პროგრამის კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
** ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალის მოძიების უნარი
** სარეკლამო ვიზუალების შექმნის გამოცდილება
** Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა სასურველია
კანდიდატი დაქვემდებარებული იქნება მთავარ დიზაინერზე, მოუწევს მისგან მიღებული დავალებების შესრულება და მასთან ერთად მუშაობა.
კანდიდატებად განიხილებიან, როგორც გამოცდილი, ასევე გამოცდილების არ მქონე პირებიც, რომლებსაც მართალია დიდი გამოცდილება არ აქვთ კომპანიებთან თანამშრომლობის, თუმცა აკმაყოფილებენ ზემო ხსენებულ მოთხოვნებს ან შეუძლიათ საქმის სწრაფად ათვისება.
პირობები:
** სამუშაო: დისტანციური
** სამუშაო განაკვეთი:
ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
შაბათ - კვირა დასვენება
** ფიქსირებული ხელფასი, დარიცხული 600 ლარი
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
განაცხადის გასაგზავნად გთხოვთ მოგვწეროთ: tuta.ge25@gmail.com
|
|
|
|