შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** პალატების, დერეფნების, ოპერაციული და სხვა სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება.
** იატაკის, ავეჯის, კედლებისა და სანიტარული კვანძების დეზინფექცია.
** სამედიცინო ნარჩენების სწორად შეგროვება, დახარისხება და გადატანა.
** საწოლების, თეთრეულის და პაციენტის სივრცის მოწესრიგება.
** ინფექციის კონტროლის წესების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის დახმარება (პაციენტის გადაადგილება და ა.შ.)
** ჰიგიენური საშუალებების (საპონი, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა) შევსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო დრო: ცვლებით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|