Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710450&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია ან სხვა დაკავშირებული სფერო
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით, აქედან მინ. 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა
** თანამედროვე HR ტენდენციებისა ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობისა და სტრატეგიული აზროვნების უნარი
** ორგანიზების და პრობლემის გადაჭრის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა

მოვალეობები:

** HR სტრატეგიის ჩამოყალიბება და კომპანიის საერთო სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა
** HR პოლიტიკების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება და დანერგვა
** თანამშრომელთა შერჩევის ადაპტაციის პროცესების მართვა
** შრომითი კონტრაქტების და კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება
** განვითარების, სწავლების და კარიერული ზრდის პროგრამების დაგეგმვა
** შიდა კომუნიკაციის და კორპორაციული კულტურის მხარდაჭერა და განვითარება
** სამუშაო პროცესი და თანამშრომელთა ჩართულობის მონიტორინგი და გაუმჯობესება
** კონფლიქტების მართვა და შრომითი სამართლის პრინციპების დაცვა
** ფეიროლის სრული ციკლის მართვა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია