|
დასახელება:
დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ტექნეტი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
შპს "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** ავეჯის მოვლა და მოწესრიგება;
** საყოფაცხოვრებო და სამუშაო ინვენტარის მოვლა;
** სამშენებლო მასალების გადმოტვირთვასა და გადატანაში დახმარება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური დატვირთვის შესრულების უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სვანეთის უბანი)
ანაზღაურება: 2000-2200₾ (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|