Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
M|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტის ჯგუფი აცხადებს მიმტანის ვაკანსიას რესტორან "მასპინძელო"-ში.

M|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://mgroup.ge/

სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის #7
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო და განრიგი: ცვლიანი განრიგი, კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ცვლების შესაბამისად, საშუალოდ თვეში 1400 ლარი (გადასახადების გარეშე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; უპირატესობად ჩაითვლება რესტორანში მუშაობის გამოცდილება)
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** კეთილგანწყობილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ M|group-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ, დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის M|group-თვის გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, M|group-მა დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - M|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე