Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710393&print=yes&view=jobs
 
დამხმარე მემწვადე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მემწვადე
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
m|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 5 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი: "ოტიუმი" "მეტეხის ჩრდილში" "პურის სახლი" "მასპინძელო" "მასპინძელო ექსპრესი"

m|group-ის წარმატებას ჩენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთამენთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.mgroup.ge/

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს დამხმარე მემწვადის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი : თბილისი ვახტანგ გორგასლის #7
სამუშაო გაკავეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები
ანაზღაურება: დღიური 60 ლარი (გადასახადების შემდეგ) 8 საათიანი ცვლაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაყალთან მუშაობა
** მომზადებული კერძის ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** საჭირო ინვერტარის მომარაგება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სწრაფად რეაგირების უნარი
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
** კარიერულ ზრდას
** მზარდ შრომით ანაზღაურებას
** "ფიტპასი"-ს და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 599993232; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე მემწვადე"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია