Робота для біженців з України
მკერავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკერავი
მომწოდებელი: შავიკატა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
დიზაინერული სახელოსნო შავიკატა, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოში, ეძებს სრულ განაკვეთზე მკერავის პოზიციაზე გამოცდილ კადრს.

1600 ლარი

მოთხოვნები: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ინდივიდუალური კერვა).

მოვალეობები:

** ყველანაირი ტიპის ტანსაცმლის კერვა;
** შეკერილი ტანსაცმლის დაუთოება;
** მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება და გაწმენდა ნარჩენებისგან.

უნარები:

** პუნქტუალური;
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებული;
** სწრაფი;
** კეთილსინდისიერი;
** ორგანიზებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:00-დან 18:00-მდე (1 საათიანი შესვენებით);
** დასვენების სრული პაკეტი, გათვალისწინებული საქართველოს კანონით;
** კომფორტული სამუშაო გარემო თბილისის ცენტრში (ჩუღურეთი);
** ანაზღაურება 1600 ლარი (ხელზე ასაღები) ან მეტი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** ზრდადი ანაზღაურება.

მოგვწერეთ შემდეგ მეილზე: bobo@shavikata.com სადაც თემაში ანუ subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "Another great tailor vol7", სხვა შემთხვევაში თქვენი წერილი შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე