Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710355&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნო კრედიტ პლიუსი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
კომპანია ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს.

კომპანია "ტექნოკრედიტპლიუსი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 35-40 საათი,
სამუშაო გრაფიკი - ცვლების მიხედვით (10:00-16:00 და 16:00-22:00)
ანაზღაურება: 1100 ლარი + საბონუსე სისტემა (400-500)

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

მოვალეობები:

** მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მსესხებლის ინფორმირება სესხთან დაკავშირებული პირობების შესახებ
** დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა
** დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან
** ხელშეკრულების გაფორმება და საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა
** დალომბარდებული ნივთების სათანადო პირობებში შენახვა, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება
** ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი

მოთხოვნები:

** აკადემიური განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ განახლებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 აპრილამდე.

ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია