Робота для біженців з України
დამწყები მასწავლ. მენტორინგისა/პრაქტ. გადამზადების პროგრამა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მასწავლ. მენტორინგისა/პრაქტ. გადამზადების პროგრამა
მომწოდებელი: ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენინგ ცენტრი აიენთი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
ვაკანსიის დასახელება: დამწყები მასწავლებლების მენტორინგისა და პრაქტიკული გადამზადების პროგრამა (სტაჟირება)

კომპანიის შესახებ:

ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენინგ ცენტრი "აიენთი" აცხადებს მიღებას 2-თვიან მენტორინგისა და პრაქტიკული გადამზადების პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათ მომზადებას რეალური სასწავლო პროცესისთვის.

პროგრამის აღწერა:

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ სწავლებისთვის საჭირო ძირითადი უნარები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სასწავლო გარემოში.

მოვალეობები:

** ტრენინგ-სესიებში აქტიური მონაწილეობა
** გაკვეთილების დაკვირვება და ანალიზი
** გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა
** მენტორების რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება

მოთხოვნები:

** სწავლების სფეროთი დაინტერესება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

პირობები:

** პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე
** წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია დასაქმების პერსპექტივა ახალი აკადემიური წლიდან

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qetevansharashidze@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი

ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — ინგლისური ენის მასწავლებლის სტაჟირების პროგრამა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე