|
დასახელება:
ბიზნეს ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა.
ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე.
კარგად გვესმის თანამედროვე სამყაროში თითოეული ადამიანისა და ბიზნესის გამოწვევები, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები მაქსიმალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს და დავზოგოთ მათი მთავარი რესურსები — დრო და ფინანსები.
"არდი" — ცხოვრების ჯერია!
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სამუშაოს ტიპი: პირველი 3 თვე — ოფისიდან, მეოთხე თვიდან განიხილება ჰიბრიდული რეჟიმი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროცესებზე დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტირება
** დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მოთხოვნების იდენტიფიკაცია
** ბიზნეს პროცესების აღწერა და პროცესების დიაგრამების შემუშავება
** შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი
** RFC/RFP და ბიზნეს ქეისის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა (ამოცანების ჩამოყალიბება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნეს ანალიზის საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა
** პროექტების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიების (Agile, Waterfall) და ჩარჩოების (Kanban) ცოდნა
** ITIL 4-ის საუკეთესო პრაქტიკების საბაზისო ცოდნა
** სასურველია Oracle (PL/SQL) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@ardi.ge
ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "ბიზნეს ანალიტიკოსი".
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|