Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710341&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ProBuild
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სამშენებლო კომპანია ProBuild-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კადრს, რომელიც მზად არის გახდეს ჩვენი პროფესიონალური გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოს კომპანიის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციური კლიენტის მოძიებიდან გარიგების დასრულებამდე;
** ბაზრის მონიტორინგი: მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების იდენტიფიკაცია;
** კომუნიკაცია: პოტენციურ დამკვეთებთან კავშირის დამყარება, შეხვედრების დაორგანიზება და კომპანიის სერვისების პრეზენტაცია;
** ტექნიკური მხარდაჭერა: ტექნიკურ გუნდთან ერთად პროექტების განფასების პროცესში მონაწილეობა;
** რეპორტინგი: სამუშაო პროცესის აღრიცხვა და მართვა CRM სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა: B კატეგორია (აუცილებელია);
** ენების ცოდნა: ინგლისური ენა (კარგი), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა;
** გამოცდილება: სამშენებლო მიმართულებით გაყიდვების მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და სწრაფი ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტული გარემო: მეგობრული სამუშაო ატმოსფერო, სადაც გუნდის წევრები ორიენტირებულნი არიან ერთმანეთის მხარდაჭერაზე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 2000 ლარი (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე);
** ბონუსური სისტემა: დამატებითი კვარტალური ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდა: შესაძლებლობა იმუშაოთ მასშტაბურ და საინტერესო სამშენებლო პროექტებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@probuild.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "ProBuild - Sales Representative".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია