|
დასახელება:
პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მაქსთერმი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 149
მოვალეობები:
** კომპანიაში სარეალიზაციოდ განთავსებული სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან
** სსიპ "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან" კომუნიკაცია და თანამშრომლობა
** პროდუქციის თანდართული დოკუმენტაციის (სერტიფიკატები, შესაბამისობის დეკლარაციები და სხვა) მართვა და კონტროლი
** სამომხმარებლო, ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტების ცოდნა
** რეგულაციების ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებისთვის რეგულაციებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა
** შემოწმებების/ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების დაცვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, იურიდიული ან ხარისხის მართვის მიმართულებით)
** შესაბამისობის, ხარისხის კონტროლის ან რეგულაციების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
** ანალიტიკური და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის გასაგებად)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxtherm.ge.
ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|