Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710330&print=yes&view=jobs
 
ხარისხისა და სერვისის კოორდინატორი/მასტერ ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხისა და სერვისის კოორდინატორი/მასტერ ბარისტა
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი. "მასტერ კოფი" ფლობს ყავის მარცვლის ფართო ასორტიმენტს: "CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA D`ORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების — Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee — მიწოდებასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და სერვისის კოორდინატორის/მასტერ ბარისტას პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რაზმაძის ქუჩა

მოვალეობები:

** პარტნიორ ობიექტებში ყავის აპარატების გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** ახალი სასმელების იდეების, რეცეპტურებისა და სერვირების კონცეფციების შემუშავება
** ბარისტების სისტემატური გადამზადება/ტრენინგი და მათი სამუშაო პროცესის მონიტორინგი
** ბარისტების აკადემიისთვის ტრენინგების დაგეგმვა, ჩატარება და ორგანიზება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** "შოურუმში" არსებული აპარატებისა და პროდუქციის გაყიდვა, აღრიცხვა და აღწერა
** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით

მოთხოვნები:

** მასტერ ბარისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება და სასმელების განვითარების პრაქტიკული ცოდნა
** სასურველია გუნდის მართვის, თანამშრომელთა გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** FitPass პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mastercoffee.ge

ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხისა და სერვისის კოორდინატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია