Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710315&print=yes&view=jobs
 
მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი/მოდის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი/მოდის მრჩეველი
მომწოდებელი: Zadig & Voltaire
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Zadig & Voltaire" - ის მაღაზია ეძებს გუნდის ახალ წევრს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ მოდის ვიზუალურ მერჩენდაიზერს, რომელსაც აქვს ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით.

პოზიცია: მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი / მოდის მრჩეველი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 11:00-20:00; 12:00-21:00
ანაზღაურება: 1400 + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
** კოლექციის მაღაზიაში განთავსება, ვიზუალური პრეზენტაციის სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებელთან სრულყოფილი, ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევა მოდის სეზონურ ტენდეციებზე, მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებსა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
** მომხმარებლის აღნაგობის, გემოვნებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით, მოდური ლუქის შერჩევა.
** სტაფის დატრენინგება მოდის სეზონური ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და სამოსის წარდგენის საკითხებში;
** სხვადასხვა ტიპის გადაღებებისათვის მოდური ლუქების აწყობა და მანეკენების სტაილინგი;

გამოცდილება, განათლება და უნარები

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე, მოდის სფეროში/სტაილინგში
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა
** ინტერესი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის, ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა, ფერისა და სტილის შეგრძნება.
** აქტიურად ადევნებთ თვალს საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს;
** ინგლისური ენის ცოდნა, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:

** პროფესიულ და კარიერულ ზრდას, რომელიც მხოლოდ თქვენს კრეატიულობაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული;
** ტრეინინგებს, უცხოელ პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდთან;
** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი / მოდის მრჩეველი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია