Робота для біженців з України
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
მომწოდებელი: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1 452 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

1. ინფორმაციის მოპოვება მომხმარებლის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ;
2. მომხმარებლის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
3. კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
4. მოქალაქის მიღება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაბამისი მიმართულებით და შემდგომი მომსახურების გაწევა.
5. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მიმართულების შესახებ სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
6. ყოველდღიური და ყოველკვირეული სტატისტიკის წარმოება გაწეული მომსახურების შესახებ და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაგზავნა.
7. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
8. საჭიროებისამებრ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება.
9. უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
10. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე