Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710274&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
"Konatk" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გრაფიკი: 09:00-18:00, შეთანხმებით ორი დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

ბუღალტერ-ოპერატორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** კომპანიის შიდა განვადებების პროგრამული გატარება;
** მომხმარებლის მხრიდან შიდა განვადების ჩარიცხვის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი

ჩვენს გუნდში ვეძებთ ბუღალტერ ოპერატორს, რომელსაც აქვს:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** 1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კარიერული განვითარების სურვილი

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ბუღალტერ ოპერატორი"

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.04.2026

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია