|
დასახელება:
HR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ოპტიმისტი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
კომპანია "ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიახვის 9
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი (gross)
მოვალეობები:
** თანამშრომლების სელექცია და ონბორდინგის პროცესში ჩართულობა
** თანამშრომლების როტაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა
** თანამშრომლებისთვის წამახალისებელი, სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
** უქმეების, შვებულების, ბიულეტენის, დეკრეტული შვებულების აღრიცხვა
** შრომითი ხელშეკრულებების მართვა
** სამუშაო დროის აღრიცხვა
** ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მართვა
** ვიზიტები ფილიალებში და ვიზიტის შემდეგ რეპორტინგი
** მივლინება რეგიონებში
ძირითადი მოთხოვნები:
** HR სპეციალისტი (დამწყები)
** HR სპეციალისტის პოზიციაზე ან/და HR გუნდში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
კომპანია "ოპტიმისტის" მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@optimist.ge გთხოვთ, Subject ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სპეციალისტი".
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|