Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

ვაკანსია: ფილიალის მენეჯერი
კომპანია: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა"
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900ლ + ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@chita.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი" - ქუთაისი

ან შეავსეთ განაცხადი ბმულზე: ვაკანსია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე