|
დასახელება:
კვების ტექნოლოგი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ტექნოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე საკვების მომზადების პროცესის სრული ციკლის ორგანიზება (ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის გაცემამდე)
** ტექნოლოგიური თანმიმდევრობის განსაზღვრა და ოპტიმიზაცია
** პროცესების გამართულობის ყოველდღიური მონიტორინგი
** მიმდინარე პროცესების ანალიზი (დანაკარგები, შეფერხებები, ხარისხის გადახრები)
** მომზადების დროის, დანაკარგებისა და ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება
** რეცეპტების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა/გადამოწმება
** სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების და HACCP-ის სტანდარტების გათვალისწინება;
** საკვების მომზადების, ტემპერატურული რეჟიმების, შენახვის პირობებისა პარამეტრების განსაზღვრა
** პროდუქტის ერთგვაროვნებისა და გემოს სტაბილურობის უზრუნველყოფა
** ტექნოლოგიური ინსტრუქციების პრაქტიკული დანერგვა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით);
** 5 (ხუთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის უნარი
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122;
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|