Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: კანო
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
შპს "კანო" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ქალაქი: რუსთავი
სრული განაკვეთი: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-დან 18:30-მდე);
ანაზღაურება: კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება, ბაზრის მოთხოვნების და კომპანიის მიზნების გათვალისწინებით;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბაზრის გაფართოების უზრუნველყოფა;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების მართვა, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბება;
** კომერციული წინადადებების, ფასთა პოლიტიკისა და ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრა ტექნიკურ და ფინანსურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ტენდერების მოძიება, ანალიზი და სრულ ციკლში მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაციით;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
** მიმდინარე პროექტების კომერციული პარამეტრების მონიტორინგი (ბიუჯეტი, შემოსავალი, მომგებიანობა)
** კონტრაქტების კომერციული პირობების შეთანხმება და პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
** კომპანიის კომერციული მიმართულების სტრუქტურირება და ეფექტური გაყიდვების პროცესის ჩამოყალიბება თანამედროვე მიდგომებისა და მართვის სისტემების დანერგვით;
** კომპანიის წარმომადგენლობა მოლაპარაკებებზე, ბიზნეს შეხვედრებსა და სექტორულ ღონისძიებებზე;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან შესრულებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება კომერციულ ან გაყიდვების მენეჯმენტში;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სამშენებლო ან საწარმოო სექტორში მუშაობის გამოცდილებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული აზროვნება და ბიზნესის განვითარების ხედვა;
** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრის უნარი;
** ცვლილებებთან ადაპტაციისა და დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომერციული პროცესების სისტემურად ხედვის, ჩამოყალიბებისა და ოპტიმიზაციის უნარი;
** ბაზრის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების გამოცდილება;
** პროექტების კომერციული მართვის უნარი (ბიუჯეტი, შემოსავალი, მომგებიანობა);
** ინიციატივის გამოჩენა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასი.

დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kano.ge. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე