Робота для біженців з України
კომერციული პროცესების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული პროცესების კოორდინატორი
მომწოდებელი: RSM Georgia Solutions
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულ კომპანიას.

კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციებისთვის თანამედროვე ERP გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, რომლებიც ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს ძირითად ოპერაციულ და ფინანსურ პროცესებს, ზრდის გამჭვირვალობას, აუმჯობესებს მართვის ხარისხს და უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და პირველადი დამუშავება
** დაინტერესებების მიღება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომერციული გუნდისთვის
** კომერციული პროცესის (pipeline) სტატუსების განახლება და მონიტორინგი
** არსებული პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება
** კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა
** მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და მარტივი რეპორტების მომზადება
** კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციული, კლიენტებთან ურთიერთობის ან ადმინისტრაციული მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** რეალურ ბიზნეს პროცესებში ჩართულობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე