Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710171&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"ოჯახური" არის ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

"ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის სივრცის დასუფთავება.
** საწარმოს ტერიტორიის დასუფთავება.
** ეზოს მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდთან მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ოჯახურ გარემოს.
** ფასდაკლებას "ოჯახურის" პროდუქტებზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი ნახევარი:
** სამუშაო საათები განაწილებულია შემდეგნაირად: ყოველ 3 კვირაში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში სამუშაო პერიოდი მოიცავს (ორშაბათი-პარასკევი): 09:00-18:00 სთ, დანარჩენ პერიოდში სამუშაო დროა 18:00-21:00 სთ
** დასვენება: შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 918 ლარი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 არილი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია