Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710170&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით: "სითი მოლი საბურთალო", "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი".

ვაკანსია ცხადდება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული პროექტების სრული ციკლის მართვა: იდეის კონცეფციიდან რეალიზაციამდე შესრულების უზრუნველყოფა დადგენილი დროისა და სტანდარტების შესაბამისად;
** მარკეტინგული აქტივობების (ღონისძიებები, აქციები, სპეციალური შეთავაზებები) კალენდრის შედგენა და გეგმის მიხედვით შესრულება;
** მარკეტინგული კალენდრის შესაბამისად აქტივობებისა და ივენთების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
** ლოიალურობის პროგრამების და სასაჩუქრე ბარათების მართვა, მომხმარებელთა ჩართულობის და ბრუნვის გაზრდა;
** მარკეტინგული და პრომო კამპანიების შემუშავება და კოორდინაცია;
** სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიებისა და პარტნიორების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების, აქციებისა და კამპანიების შეთანხმება;
** ყველა მონაწილე მხარესთან (გუნდის წევრები, პარტნიორები, ტენატები და სხვა) კომუნიკაციის კოორდინაცია, პროექტის წარმატებული განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** მოიჯარეებთან კომუნიკაცია, მათთვის მარკეტინგული კალენდრის მიწოდება და ბრენდებისაგან ყოველთვიური მარკეტინგული გეგმების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა გუნდთან და გარე კომპანიებთან (კრეატიული სააგენტოები, საბანკო ინსტიტუციები, კომპანიები რომლებიც ემსახურებიან სავაჭრო ცენტრს ციფრულ პლატფორმებზე და სხვა) პროექტები სრულად შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალიტიკურად მონაცემების დამუშავება და დასკვნების გამოტანის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია