|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ბლუ ფოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "THE BLUE FOX" -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი.
პოზიციის დასახელება: ბარმენი
ლოკაცია: თბილისი
ექვემდებარება: სერვის მენეჯერს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს
ძირითადი მოვალეობები:
** ბარის მომზადება და მოწესრიგება სამუშაო პროცესისთვის
** მენიუს შესახებ დეტალური ინფორმაციის ქონა
** სტუმრების მასპინძლობა სტანდარტების შესაბამისად
** ინფორმაციის დაზუსტება სტუმრის შესაძლო ალერგენებთან დაკავშირებით
** პროდუქციის მარაგის შეკვეთა, მიღება და მართვა
** სტუმრისგან უკუკავშირის მოსმენა და უშუალო ხელმძღვანელთან გაზიარება
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenedzebisashvili@bluefoxtbilisi.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|