|
დასახელება:
ავეჯის მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავეჯის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას ავეჯის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც შეძლებს როგორც შოურუმში აქტიურ გაყიდვებს, ასევე ონლაინ არხების (Facebook, Instagram, ვებგვერდი) ეფექტურად მართვას.
ლოკაცია: ბათუმი, ა. პუშკინის ქუჩა #67, მაღაზია "ტაბლა"
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + % გაყიდვებიდან + ბონუსი გეგმის შესრულებაზე
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა პროფესიონალური კონსულტაცია შოურუმში
** სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების შეტყობინებების დამუშავება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა ოფლაინ/ონლაინ
** დამატებითი პროდუქციის შეთავაზება (Upsell / Cross-sell)
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი
** 1-2 თანამშრომლის კოორდინაცია და მართვა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება აქტიურ გაყიდვებში
** სასურველია ავეჯის სფეროში გამოცდილება
** სოციალური ქსელების აქტიური გამოყენების გამოცდილება
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მოტივაციურ ანაზღაურებას (% გაყიდვებიდან)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და დინამიურ გუნდს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tablabatumi@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიცია - "ავეჯის მაღაზიის მენეჯერი".
|
|
|
|