Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710126&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
ფარმაცევტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება და შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 4 წლის სტაჟით.
** საოფისე პროგრამა excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეალიზაციო და სარეზერვო მარაგების მართვა სერიებისა და ვადების მიხედვით;
** შესყიდვების პროგრამული ოპერაციების განხორციელება შემოსავლებისა და ელექტრონული ფარმაციის პორტალთან შესაბამისობით;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას არ განიხილოს კანდიდატების რეზიუმე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია