|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
"Ekokemika Service Group" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ოფისის მენეჯერის მოვალეობები:
1. საოფისე ოპერაციების მართვა:
** ყოველდღიური საოფისე პროცესების კოორდინაცია
** სამუშაო გარემოს წესრიგისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ოფისის მარაგების კონტროლი და შევსება
** ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან გადამისამართება.
2. კომუნიკაცია და კოორდინაცია:
** შემომავალი ზარების, სოციალური არხებიდან შეტყობინებების და ელფოსტის მართვა
** სოციალური ქსელების მართვა
** ვიზიტორების მიღება და ინფორმირება
** თანამშრომლებს შორის ინფორმაციის დროული გავრცელება.
3. დოკუმენტბრუნვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** დოკუმენტების რეგისტრაცია, არქივაცია და კონტროლი
** ხელშეკრულებებისა და ოფიციალური წერილების მომზადების ორგანიზება
** ანგარიშების და შიდა ფორმების შედგენა.
4. ფინანსური ადმინისტრირება
** კომპანიის ხარჯების მართვა და აღრიცხვა
** ინვოისების მიღება/გაგზავნა
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება ფინანსური განყოფილებისთვის.
5. ლოგისტიკა და ორგანიზება:
** მივლინებების დაგეგმვა (ბილეთები, სასტუმრო, ტრანსპორტი)
** ღონისძიებების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება
** კურიერული გზავნილების მართვა.
6. HR მხარდაჭერა:
** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესების მართვა
** შიდა წესებისა და პოლიტიკების გაცნობა თანამშრომლებისთვის
** პერსონალის მონაცემების ბაზის მართვა და განახლება
7. საწყობის ინვენტარიზაციის კონტროლი:
** საწყობში არსებული მარაგების რეგულარული გადათვლა და კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება (თვიური / კვარტალური / წლიური)
** რეალური ნაშთებისა და სისტემური მონაცემების შედარება
** შეუსაბამობების აღმოჩენა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** მარაგების მინიმალური რაოდენობის მონიტორინგი და დროული შევსების ინიცირება
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის კონტროლი
** დაზიანებული ან ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და ანგარიშგება
** საწყობის წესრიგისა და სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა
** ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის.
8. ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია:
** ადგილობრივ და უცხოურ მომწოდებლებთან კომუნიკაციის მართვა
** შეთავაზებების, ფასების და პირობების მოთხოვნა/შედარება
** შეკვეთების განთავსება და შესრულების კონტროლი
** მიწოდების ვადებისა და ლოჯისტიკური პროცესის მონიტორინგი
** საჭირო დოკუმენტაციის (ინვოისი, ინვოის-ფაქტურა, გზავნილის დოკუმენტები და სხვა) შემოწმება
** პრობლემური მიწოდებების შემთხვევაში საკითხების მოგვარება და კოორდინაცია
** გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, დებიტორებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტზე
** მომწოდებლების და მომხმარებლების ბაზის განახლება და კონტროლი
** საერთაშორისო კომუნიკაციისთვის საჭირო კორესპონდენციის მომზადება ინგლისურ ენაზე
მოთხოვნები და უნარები:
** განათლება: ბაკალავრი ადმინისტრირებაში/ბიზნესის მართვაში ან შესაბამისი გამოცდილება
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი საოფისე/ადმინისტრაციულ პოზიციაზე
** სასურველია ინგლისური B2 და კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) ცოდნა
** კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი, ორგანიზებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** პრაქტიკულ სწავლებას სამუშაო პროცესში;
** სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში - დასაქმებას კომპანიის შტატში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;
** სტაბილურ ანაზღაურებასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალის დასახლება, კომპანიის ცენტრალური საწყობი. კანდიდატს სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.
ანაზღაურება: 1800 ლარი გაზრდის პერსპექტივით.
რეზიუმე გამოაგზავნეთ: ekokemikaservicegroup@gmail.com
|
|
|
|