|
დასახელება:
შესაბამისობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, 300 არაგველის ქუჩა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის მიერ წარმოებული დოკუმენტების შემოწმება რეგულაციებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** რეგულაციური ცვლილებების კონტროლი და მათი გავლენის შეფასება კომპანიის სამუშაო პროცესზე;
** რისკების შეფასება და პოტენციური შეუსაბამობების გამოვლენა;
** თანამშრომლების ინფორმირება მათი ვალდებულებების შესახებ რეგულაციური შესაბამისობის მიმართ და ტრენინგების ჩატარება;
** შესაბამისობის დარღვევის იდენტიფიცირება;
** ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** შესაბამისობის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განახლება ამ სფეროს საუკეთესო სტანდარტებზე, ლოკალურ რეგულაციებზე და მოთხოვნებზე დაყრდნობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება, სასურველია - იურიდილი მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა - C1/C2 დონეზე;
** სასურველია სერტიფიკატები (მაგ.: CCEP, CRCM, CAMS);
** შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "შესაბამისობის სპეციალისტი".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|