Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710092&print=yes&view=jobs
 
მზარეული - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 47 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში (ბუხაიძის ქ. 4)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 კვირაში 6 დღე
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 900₾ + ბონუსი.

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი კერძების მომზადებისთვის საჭირო ძირითადი და დამხმარე ნედლეულის მომზადება
** პროდუქციის მომზადების პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** ნედლეულის მიღების პროცესში მონაწილეობა და ფაქტობრივად მიღებული და შეკვეთილი ინგრედიენტების ფასების, ვარგისიანობის, ხარისხის, წონის, რაოდენობის და ვადების გადამოწმება.
** შეთანხმებული კერძების მომზადება რეცეპტურის დაცვით.

დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 23 33 25 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია