|
დასახელება:
ოპერაციების რეგიონული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს ოპერაციების რეგიონულ მენეჯერს სამტრედიაში.
ადგილმდებარეობა: სამტრედია
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-18:00 საათი; შაბათი: 10:00-14:00 საათი;
სამუშაო ადგილმდებარეობა: სამტრედია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმომადგენლობაში ნაღდი ფულით ოპერაციების მართვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** წარმომადგენლობის მოლარეების და ინკასატორების უზრუნველყოფა მათდამი მინდობილი სამუშაოს განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსებით;
** საკასო ცენტრთან შეთანხმებით თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების მართვა;
** სალაროს და ინკასაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დებულებების, ინსტრუქციების, წესების დანერგვაში ჩართულობა;
** საკასო და ინკასაციის ოპერაციის შესრულებისას დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და დადგენილ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ნაღდი ფულის ოპერაციების (გადათვლა, შენახვა, აღრიცხვა) ზედამხედველობა და კონტროლი;
** ინკასაციის დავალებების შესრულების კონტროლი;
** ინკასაციის სამსახურისგან საინკასაციო ჩანთების მიღებისა და აღრიცხვის ორგანიზება;
** თანხების ფაქტობრივი და სააღრიცხვო მონაცემების შედარების წარმოება და გადაცდომებზე რეაგირება;
** სალაროს დასკვნის ორგანიზება, ნაღდი ფულის აღრიცხვის წიგნების წარმოება, ნაერთიანგარიშგების, სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
** წარმომადგენლობის სალაროს, საცავისა და ინკასაციის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის შინაგანაწესის, სხვა შიდა მარეგლამენტირებელი დებულებების და ინსტრუქციების დაცვა.
უნარები:
** სტრატეგიული გეგმარების და აღსრულების უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** დროის მართვის და პრიორიტეტიზაციის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** დოკუმენტაციასთან მუშაობა - შედგენა, მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მნიშვნელოვანი / სავალდებულოა სალაროს და ნაღდი ფულის მოძრაობასთან დაკავშირებული პროცესების ცოდნა და გამოცდილება.
გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
|
|
|
|