|
დასახელება:
სხვადასხვა - სამეცნიერო თანამდებობები
|
| მომწოდებელი:
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
710064_Attachment_3395177.zip
|
სსიპ "გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების და გეოტექნიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ერთი საშტატო ერთეული;
2. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთი საშტატო ერთეული;
3. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის ერთი საშტატო ერთეული;
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 24 მარტს და მთავრდება 2026 წლის 30 აპრილს.
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და შესავსები განაცხადის ფორმები თანდართულ დოკუმენტში.
|
|
|
|