Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710048&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: პილარ დიღომი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების გამორჩეული საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლაშა ლაშხიას 1;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00), შაბათი (10:00 -15:00);
ანაზღაურება: 1200 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და სოციალური მედიის საშუალებით შემოსული შეტყობინებების მართვა კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებულ პროექტებთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირებზე (უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა, მდებარეობა, ფასები, გადახდის პირობები და ა.შ);
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება;
** სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე, კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური უკუკავშირი;
** პოტენციური მყიდველის ინტერესების იდენტიფიცირება, CRM პროგრამაში აღრიცხვა და გაყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის გადაცემა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის რეპორტინგი, არქივირება და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ ცენტრის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონაზე ცოდნა;

უნარები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ- დიღომი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია