Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710023&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის "ტოიოტა"-ს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის დაცვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანის სამრეწველო ზონა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა, 3 დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოპარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ავტომობილების დაცვა და მონიტორინგი;
** ტერიტორიაზე შესვლა-გასვლის კონტროლი;
** საეჭვო ქმედებებზე დროული რეაგირება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა.

დამატებითი ინფორმაცია: დასაცავ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით აღჭურვილი დაცვის ჯიხური

გასაუბრება:

დაინტერესებული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოცხადდნენ შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N116, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-15:00 საათამდე, ან
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com. მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია