|
დასახელება:
წარმოების დამხმარე თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Blue Waters
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
თუ გაქვს ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება და ტექნიკურ საკითხებში ერკვევი, სამუშაო ლოკაცია ლილოში შენთვის მისაღებია, ბლუ უოთერსი"ს გუნდში შენ გეძებთ წარმოების დამხმარე თანამშრომელს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
პოზიციის მიზანია:
საწარმოო პროცესის ფიზიკური მხარდაჭერა და მასალების დროული მომზადება-დახარისხება
რას გააკეთებ:
** საწარმოო მატერიალების/ლისტების წარმოებაში შეტანა;
** აწყობილი დანადგარების გადატანა;
** დაჭრილი ფირფიტების გადატანა/დალაგება სორტირებულად;
** საწარმოო ნარჩენების გატანა
** ფიზიკურად საგნების გადაადგილება საჭიროებისამებრ, საწარმოო ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით;
** პროდუქციის მიღება-გაცემისას ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის მხარდაჭერა;
** ლისტების შედუღებაში დახმარება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1200-1500 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.
არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Factoryworker/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|