Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ტრაპეზა ჰორეკა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
საერთაშორისო კომპანიის ფილიალი SIMONELLI & VICTORIA ARDUINO -ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, პოზიციაზე: ტექნიკური მენეჯერი.

ხელფასი დამოკიდებულია გამოცდილებაზე
ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა: 1800- 2000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარელის #72 (საბურთალო)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ მისამართზე: trapeza@trapeza.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: ტექნიკური მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარების (ყავის აპარატების, პროფესიული სამზარეულო დანადგარების) ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა, შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების წარმოება და მონტაჟი;
** ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი აქტის შედგენა და შეკეთება;
** დანადგარების გეგმიური შემოწმება და შესაბამისი საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულება;
** გაუთვალისწინებელი პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება, პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად აღმოფხვრა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების, ელექტროობისა და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
** სასურველია ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** სასურველია რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელშეკრულების გაფორმება შრომის კოდექსის შესაბამისად;
** ღირსეული ანაზღაურება;
** საინტერესო ამოცანები
** საერთაშორისო საქმიანი ვიზიტები ევროპის ქვეყნებში;
** საქმის შესწავლა და კომპანიაში კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: trapeza@trapeza.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე