Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709971&print=yes&view=jobs
 
ჩინური ენის კურსი ტურიზმის სფეროსთვის - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინური ენის კურსი ტურიზმის სფეროსთვის
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კონფუცის კლასი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ქუთაისში, "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში", კონფუცის კლასის ფარგლებში, იწყება ჩინური ენის სპეციალიზებული კურსი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ ჩინური ენის საკომუნიკაციო საფუძვლები, რომლებიც დაეხმარებათ ჩინელ ტურისტებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაციის დამყარებაში, ასევე გაეცნონ ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და მომსახურების ეტიკეტს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების უზრუნველსაყოფად.

კურსი განკუთვნილია:

** გიდებისთვის;
** ტურისტული კომპანიების მენეჯერებისთვის;
** ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიონალებისთვის

კურსის შინაარსი მოიცავს:

** ჩინური ენის საბაზისო საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
** ტურიზმის სფეროსთვის აუცილებელი პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა;
** ჩინელი ტურისტების მომსახურების კულტურული და ეტიკეტის თავისებურებების გაცნობა.

ხანგრძლივობა: 4 თვე
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, წერეთლის ქ.13
კურსის საფასური: 1000 ლარი

შესაძლებელია გადახდა 4 ნაწილად:

** სავალდებულო პირველადი შენატანი - ჯამური თანხის 20%
** დარჩენილი თანხა ნაწილდება 4 გადახდად

მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2 დონე)

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: მაქსიმუმ 12 მონაწილე
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 აპრილი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://forms.gle/ZBYxtJPKUhoEHvFXA

ან დაუკავშირდით ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კონფუცის კლასს ნომერზე: 557350300

მეილი: info@cue.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია