Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: აპექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

"აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 3 500 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა) - დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** დიდი მოცულობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
** სამუშაოების განხორციელება დადგენილი სტანდარტებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
** სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ;
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე,

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური/ სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტების და ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS word, Excell, E-mail) მომხმარებლის დონეზე;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომობილი);
** უპირატესობა მიენიჭება რომელიმე არქიტექტურული პროგრამის საბაზისო დონეზე მცოდნე კადრს;

აუცილებელი უნარები:

** კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
** სამუშაოს ვადებში შესრულებისა და დროის რაციონალური მართვის უნარი;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** გუნდურობა და შრომისმოყვარეობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამუშაოთა მწარმოებელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13/04/2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე