Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709943&print=yes&view=jobs
 
ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: English Book Education
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
English Book Education 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.

ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

English Book Education აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება;
** ოფისის საჭიროებების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოფისის ადმინისტრატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია