Робота для біженців з України
მუშა-ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუშა-ტექნიკოსი
მომწოდებელი: ქარვასლა მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში საერთო სარგებლობის სივრცის სერვისის განმახორციელებელი კომპანია შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მუშა-ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში საერთო მოხმარების ფართების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ტექნიკური მენეჯერის დავალებების შესაბამისად.
** საერთო მოხმარების საინჟინრო, საკანალიზაციო სისტემების დაზიანების შემთხვევაში მათი გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
** მსუბუქი ტვირთების გადაადგილების უზრუნველყოფა.
** ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა.
** სივრცის მონიტორინგი.
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა.
** ნათურების შეცვლა.

რას გთავაზობთ:

** შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის" პროფესიონალთა გუნდთან ერთად სამუშაო პროცესში სწავლებას;
** სრულ სამუშაო გრაფიკს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (40 სთ/კვირაში);
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც.დადიანის ქ. 7;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურებას - სამუშაო დღეზე 50 ლარი გადასახადების გარეშე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@kmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე