|
დასახელება:
რძის წარმოების ტექნოლოგის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას რძის წარმოების ტექნოლოგის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** საწარმოო დანადგარების მართვა;
** რეზერვუარებში არსებული რძის ხარისხის კონტროლი;
** ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. #151
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|