|
დასახელება:
წარმოების სუპერვაიზერი - დღის ცვლა
|
| მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის - წარმოების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 08:00 საათიდან 17:00 საათამდე, (კვირაში 5 დღე);
** ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** სამუშაო გეგმის მიხედვით წარმოების პერსონალის გადანაწილება უბნებზე;
** პერსონალის მუშაობის ზედამხედველობა;
** დამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პერსონალის მიერ ინვენტარის სწორად გამოყენების კონტროლი;
** პერსონალის მიერ რეცეპტურის და კომპანიის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
** დამზადებული პროდუქციის აღრიცხვა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პერსონალის მართვის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|