|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი - დამწყები
|
| მომწოდებელი:
ფიფლია
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
"ფიფლია" არის HR აუთსორსული კომპანია, ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ადამიანურ კაპიტალს ბიზნესის ზრდის მთავარ ძალად გარდაქმნის. ჩვენ ვფარავთ HR-ის ყველა მიმართულებას - დაწყებული რეკრუტინგითა და ჰედჰანთინგით, დოკუმენტაციის ადმინისტრირებით, ორგანიზაციული ტრენინგებით და ქოუჩინგით, ფეიროლით - დასრულებული იურიდიული მომსახურების აუთსორსით, ბრენდინგითა და კვლევებით.
HR აუთსორსული კომპანია "ფიფლია" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს უძრავი ქონების აგენტს (დამწყები)
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 10 000 ლარამდე (გამომუშავებით)
** სამუშაო საათები: 11:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00-14:00 (შაბათი)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** განცხადების ატვირთვა;
** ახალი მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** შეხვედრების დაორგანიზება და მართვა;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება;
** ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@piplia.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "ფიფლიას" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR@piplia.ge
შპს "ფიფლია" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
|
|
|
|